LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა მანქანა ისე გაიტაცა, რომ შიგნით მყოფი 6 წლის გოგონა ვერ შეამჩნია

136
13800622_091923-ktrk-tn-mug-6yo-carjacking-img

აშშ-ში უსახლკარო მამაკაცმა მანქანა შემთხვევით ისე გაიტაცა, რომ შიგნით მყოფი ბავშვი ვერ შეამჩნია. ამის შესახებ Abc13 წერს.

35 წლის ბენჟამინ ბრეიდმა ოკლაჰომას შტატში SUV-ის ბრენდის ავტომობილი ქუჩიდან მოიპარა. მამაკაცი, რომელსაც საცხოვრებელი მისამართი არ გააჩნია, აპირებდა რომ მხოლოდ ავტომობილი წაეყვანა, თუმცა უკანა სავარძელზე 6 წლის გოგონას ეძინა, რომელიც მშობლებს სულ ცოტა ხნით ჰყავდათ დატოვებული.

ბრეიდი მალავე დააკავეს. ბავშვი არ დაზიანებულა. მამაკაცს ბრალი ავტომობილის მოპარვასა და ბავშვის გატაცების მცდელობაში წაუყენეს.

ამერიკელს 58 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და სასჯელის დიდი ნაწილი ბავშვის გატაცების მცდელობას უკავშირდება. ბრეიდი კი ამტკიცებს, რომ მანქანის გატაცების დროს გოგონა არ შეუმჩნევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები