LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა მეორად დივანში 43 ათასი დოლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნა

1025
BeFunky-collage (3)

ამბავი მიჩიგანის შტატაში მოხდა. ჰოვარდ კირბიმ, მეორედ მაღაზიაში, 70 დოლარად შეძენილი დივანის რამდენიმეკვირიანი გამოყენების შემდეგ, 43 ათასი დოლარი აღმოაჩინა.

კირბი ამბობს, რომ დივანზე ჯდომა მოუხერხებელი იყო, რის გამოც რძალმა მისი შემოწმება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ ავეჯი ფულით იყო სავსე.

ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გაირკვა, რომ ჰორვარდი ვალდებული არ იყო თანხის წარმომავლობა გაერკვია, მიუხედავად ამისა, ამერიკელმა მამაკაცმა მიიჩნია, რომ ასე მოქცევა უსამართლო იყო.

„ეს მათ ეკუთვნის და მიხარია, რომ მისი დაბრუნება შევძელი,“- ამბობს ჰორვარდი

მან მაღაზიის დახმარებით იმ ადამიანს მიაკვლია, რომელმაც დივანი გასაყიდად მიიტანა. როგორც გაირკვა, ეს დივანი ქალის ბაბუის იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. კირბიმ ქალს თანხა მთლიანად დაუბრუნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები