LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა მეზობლებს იმდენჯერ უჩივლა, რომ ციხეში თვითონ მოხვდა

111
_109993974_gettyimages-594928684

იაპონიაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში პოლიციაში მეზობლებისთვის საჩივლელად რამდენიმე ათასჯერ დარეკა. ამის შესახებ Japan Today წერს.

ციხეში მოხვდა 46 წლის იუკი სიმიძუ, რომელიც დღეში რამდენჯერმე რეკავდა გადაუდებელ სამსახურში და ირწმუნებოდა, რომ მისი ქვედა მეზობლები ხმაურობდნენ.

როდესაც გამოძახებაზე პოლიციის თანამშრომლები მიდიოდნენ, ვერანაირ ხმაურს ვერ ნახულობდნენ. მხოლოდ 14 თებერვალს, იაპონელმა 5-დან 9 საათამდე შუალედში მეზობლებს 14-ჯერ უჩივლა.

ამჯერად ქვედა სართულზე სამართალდამცავები მორიგეობდნენ, რომლებმაც ვერანაირი ხმაური ვერ დააფიქსირეს. მალევე გაირკვა, რომ ერთი წლის განმავლობაში სიმიძუმ პოლიცია 4250-ჯერ შეაწუხა.

შედეგად იაპონელი დააპატიმრეს და მას ბრალი პოლიციის მუშაობისთვის ხელის შეშლისთვის წაუყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები