LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ყოფილს ორ დღეში 815-ჯერ დაურეკა: მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

118
maxresdefault

აშშ-ში, მერილენდის შტატში მცხოვრებმა მამაკაცმა ყოფილს ნამდვილი კიბერ-დევნა მოუწყო, 2 დღეში 815-ჯერ დაურეკა. შედეგად კი სასამართლოში მოხვდა და კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლეთ ვირჯინიის პროკურატურა ავრცელებს.

44 წლის დარიკ ბაუერსი ყოფილ შეყვარებულს ურეკავდა, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა და სოც-ქსელებშიც წერდა. 2022 წლის დეკემბერში კი მან ქალს 48 საათის განმავლობაში 815-ჯერ დაურეკა.

მანამდე ამერიკელი ყოფილს ლამის ყოველ მეორე დღე შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს უგზავნიდა.

თუკი სასამართლო ბაუერსს დამნაშავედ ცნობს, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები