LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვი პესკოვს დაუპირისპირდა

1030
view_kadyrov_peskov

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი Telegram-ში დიმიტრი პესკოვს დაუპირისპირდა.

საქმე ეხება ვლადიმირ პუტინის პრესპიკერის იმ განცხადებას, სადაც მან რუსეთის სახელმწიფო პირველი არხის წამყვან ივან ურგანტს “ნამდვილი პატრიოტი” უწოდა.

ირკვევა კადიროვს არ მოეწონა ის, რომ დმიტრო პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა ჩეჩნეთის მეთაურისთვის გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდების მინიჭებაზე. კადიროვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება რამდენიმე დღის წინ მიანიჭეს.

“როგორც ჩანს ჩვენ ვერ შევამჩნიეთ, როგორ შეიცვალა “პატრიოტიზმის” გაგება?… ასე ადვილია იყო პატრიოტი?”, – დაწერა კადიროვმა.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის წამყვანი ივან ურგანტი უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ომს “ინტაგრამზე” გამოეხმაურა და ფოტოს სახით შავი კვადრატი გამოაქვეყნა წარწერით: “შიში და ტკივილი. არა ომს”.

ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ პირველ არხზე შვებულებაში გაუშვეს და ქვეყანა დატოვა.

ივან ურგანტი ყველა არხსა და რეკლამაში დაბლოკეს  – წამყვანის  „განეიტრალება“ თინა კანდელაკს დაევალა

კადიროვი კი იუწყება, რომ ურგანტი, რომელიც ისრაელიდან რუსეთში დაბრუნდა და პესკოვმა “დიდ პატრიოტად” შეაფასა, სინამდვილეში “მშიშარაა”.

“არ ვიცოდი, მაგრამ თურმე იმისთვის, რომ გახდე შენი ქვეყნის პატრიოტი, უნდა გააკრიტიკო რუსეთის ქმედებები და წახვიდე საზღვარგარეთ, მეტიც, პათეტიკურად შექმნა აჟიოტაჟი ადამიანის გარშემო და შემდეგ, როდესაც დაპირისპირების პოლიტიკური ხარისხი დაეცემა, დაბრუნდე ისე, არაფერი მომხდარა”, – თქვა კადიროვმა.

magti 5g