LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვი: “თურქეთში მოლაპარაკებები უსარგებლო იქნება, ბენდერები, ნაცისტები და შაითანები უნდა გავანადგუროთ”

239
Untitled design (4)

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი რუსეთ-უკრაინას შორის თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს აფასებს და ვარაუდობს, რომ ის უსარგებლო იქნება

კულება: ვურჩევ ყველას, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე მიდის, არ ჭამონ, არ დალიონ და თავი შეიკავონ ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისგან

კადიროვმა ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამ-არხზე ისაუბრა:

“ვფიქრობ მოლაპარაკებებზე, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ეს მოლაპარაკებები უსარგებლო იქნება. მჯერა, რომ აუცილებელია ბოლომდე დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ – გავანადგუროთ ბენდერები, ნაცისტები და შაითანები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ, როგორ ვიმოქმედოთ შემდეგ”, – აცხადებს კადიროვი.

შეგახსენებთ, თურქეთში, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დელეგაციების შემადგენლობა უცვლელია – უკრაინული დელეგაციიდან ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, მმართველი ფრაქციის ლიდერი დავიდ არახამია და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი. რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.

შეხვედრაში მონაწილეობს რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩიც.

მოლაპარაკებების მთავარი მიზანი კვლავ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა.

ჩეჩნეთის მინისტრი: რამზან კადიროვი მარიუპოლშია

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

mazda magti 5g