LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვის 23 წლის შვილის შემოსავალი 50-ჯერ, 44 მილიონ რუბლამდე გაიზარდა

411
XJvZ9ncwWPkB-1280

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 23 წლის ქალიშვილის, აიშატ კადიროვას ქონება, მხოლოდ 1 წელში, 845 ათასი რუბლიდან 44 მილიონამდე გაიზარდა. ინფორმაციას გამოცემა Kavkaz.realii აიშატ კადიროვას ოფიციალურ დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უცნობია, თუ როგორ მოახერხა კადიროვის ქალიშვილმა, 2021 წლის განმავლობაში, 44 მილიონ რუბლზე მეტი შემოსავლის მიღება. მანამდე, მედიაში გავრცელდა ვიდეოც, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერმა თავისი ქალიშვილის სახლში ვიზიტისას გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს ეზოში გაჩერებული ავტომობილი Lamborghini Urus, რომელიც აიშატ კადიროვას ოფიციალურ დეკლარაციას აკლია.

აღსანიშნავია, რომ აიშატ კადიროვას 2021 წლის ოქტომბრიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის თანამდებობა უკავია. სახელმწიფო სამსახურის დაწყებამდე ის ხუთი წელი ხელმძღვანელობდა ისლამური მოდის სახლ Firdaws-ს.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრი სანქცირებული პირია. 2020 წლის ივლისიდან, აიშატ კადიროვას მამასთან, დედასთან და დასთან ერთად, აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული და აღნიშნულ ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g