LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვმა კადიროვა კადიროვის ორდენით დააჯილდოვა

94
BeFunky-collage

რამზან კადიროვის ქალიშვილმა, ხადიჟატ კადიროვამ, რომელიც გროზნოს მერიის სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსია, საკუთარი ბაბუის, ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი მიიღო. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯილდო ხადიჟატს მამამ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გადასცა.

მანამდე იგივე ჯილდო მისმა უფროსმა დამ, რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, 23 წლის აიშატ კადიროვამაც მიიღო.

ცნობისთვის, რამზან კადიროვს სულ 14 შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g