3 აგვისტოს, შოვის სტიქიის შედეგად დაღუპულ სოფელ ლაგვანთის მკვიდრებს – თემო ჩარკვიანს, დიმა ფირცხალავას და ნიკა ჩალაძეს დღეს დაკრძალავენ.
გარდაცვლილებს ოჯახის წევრები, ახლობლები და თანასოფლელები უკანასკნელ გზაზე აცილებენ.
ადგილიდან კადრებს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.
◼️ კადრები სოფელ ლაგვანთიდან: ემშვიდობებიან და უკანასკნელ გზაზე აცილებენ შოვში სტიქიის დროს დაღუპულებს. დღეს ლაგვანთაში…
Posted by ლაშა ბერულავა on სამშაბათი, 22 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი მოზარდია.
ამ დროისთვის, მაშველები სტიქიის შედეგად დაკარგულ კიდევ ოთხ ადამიანს, კერძოდ კი, 3 ბავშვს და 1 ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.