კაილი ჯენერის კოსმეტიკის ხაზი გოგონას არამარტო 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავის სტატუსის მოპოვებაში, არამედ საქველმოქმედო მიზნებისთვის დაეხმარა. ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი ნახევარ მილიონ დოლარს ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად გადარიცხავს.
კოსმეტიკის პირველი კოლექცია კაილიმ 2015 წელს გამოუშვა. ამიერიდან კი გაყიდვებიდან შემოსულ თანხას გოგონა ქველმოქმედებას მოახმარს.
აღნიშნული თანხით 85 განვითარებად ქვეყანაში 1800 ოპერაცია დაფინანსდება.