კაილი ჯენერმა იცის, როგორ გაახაროს საყვარელი მამაკაცი. რეალითი-შოუს ვარსკვლავმა „ინტაგრამზე“ ნახევრად შიშველი ფოტო გააზიარა, სადაც მხოლოდ შარვალი და ფეხსაცმელი აცვია.
„დაბადების დღეს გილოცავ, პატარა“ – დააწერა მან ფოტოს.
შეგახსენებთ, რომ კაილი მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა თამამი ფოტოსესიები მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. დაახლოებით ორი კვირის წინ, გოგონამ სრულიად შიშველმა იპოზიორა, თუმცა სხეულზე მას საღებავი ჰქონდა წასმული.