„ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა „ნაცები“ დაადუმა! ელექტრონული წესით ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ „ოცნებას“ ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
ხალხი მომავალშიც გვერდით დაგვიდგება, რომ მათზე ვიზრუნოთ: თორნიკე რიჟვაძე შუალედურ არჩევნებზე
როგორც ის აღნიშნავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერც ჩვეული რიტორიკა გამოიყენა კარუსელებისა და გაყალბების თაობაზე და ვერც გასაჩივრება შეძლეს რომელიმე უბანზე.
„ბათუმში წაგებულმა არჩევნებმა „ნაცები“ დაადუმა! გუშინ, 2 აპრილს, ბათუმში ელექტრონული წესით ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა გამოააშკარავა, რომ „ოცნებას“ ორჯერ მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაცებმა“ ვერც ჩვეული რიტორიკა გამოიყენეს კარუსელებისა და გაყალბების თაობაზე და ვერც გასაჩივრება შეძლეს ვერც ერთ უბანზე. მათ დუმილის უფლება გამოიყენეს. არა, მაინც რას გვიშვება ეს ბიძინა?!“, – წერს ნანა კაკაბაძე Fაცებოოკ-ზე.
შეგახსენებთ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმშიც და რუსთავშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ბათუმში კენჭისყრა საპილოტე რეჟიმში, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართა.