მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველო ერთობისა და განვითარებისთვის” სახელით იბრძოლებს.
ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ, კახაბერ ცისკარიძე მერობის კანდიდატად ოფიციალურად ორი დღის წინ დარეგისტრირდა.
მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ ბათუმის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესახებ განცხადება 28 აგვისტოს გააკეთა, თუმცა ეს დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან მერობის მსურველ კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი 25 აგვისტომდე უნდა გაეკეთებინა.
მომღერალ კახაბერ ცისკარიძეს ბათუმის მერად კენჭისყრა იმ შემთხვევაში შეეძლებოდა, თუ მას რომელიმე პოლიტიკური პარტია ან ბლოკი წარადგენდა.