თბილისის მერი, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას ამომრჩეველი მეორე ტურში “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არ მისცემს.
ამის შესახებ კალაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.
“ბევრ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ რომ არა მისი კანდიდატურა, შეიძლება ხმები, რომელიც მიიღო, ყოფილიყო ჩვენი ხმები. თუმცა, წინ მეორე ტურია. მე დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას “ნაციონალურ მოძრაობას”, არასდროს მისცემს ხმას წარსულს და ბოროტებას და კარგად ხედავენ რეალურად, რისი არჩევა გვიწევს – რასა და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება,”- აცხადებს კახა კალაძე.
