თბილისის მერი კახა კალაძე წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის შესაძლო გაერთიანების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
კახა კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება:
„მე არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი [პარტიები „ლელო“ და „საქართველოსთვის“] გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს, ხაზარაძე „თვალთხარიას“ ეძახდა. არ ვიცი, ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს? რაღაც ლოგიკა ხომ არსებობს? თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება.
მთელი ოპოზიციური სპექტრი გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად, ცალ-ცალკე პარტიებად იყვნენ წარმოდგენილები, ყველასთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდეს და ზოგიერთებმა საარჩევნო ბარიერი გადალახონ“,- თქვა კახა კალაძემ.