LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ის, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ რადიკალიზმი და ფაშიზმი კატეგორიულად მიუღებელია და ის ერთად უნდა დავამარცხოთ“

139
Capture

თბილისის მერმა, კახა კალაძემ  მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლა შეფასებისას განაცხადა, რომ მან ისაუბრა იმ სირთულეებზე ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.

„ხედავთ, თუ როგორი შემოტევები მიმდინარეობს, როგორი უსამართლო დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ და ამის მთავარი მიზეზებიც საზოგადოებამ იცის, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ბევრი რამე გამოჩნდა და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. კერძოდ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში – რატომ ჰქონდათ ამხელა ინტერესი საქართველოსთან მიმართებით; ის, რაზეც პირდაპირ ვამბობდით, რომ ქვეყნის ჩართვა უნდოდათ ომში, მეორე ფრონტის გახსნა, ამისკენ მოწოდებებიც კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას და მადლობას იმსახურებს.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყნის ინტერესების გამო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოვახერხოთ გაერთიანება, მიუხედავად შესაძლო აზრთა სხვადასხვაობისა და პოლიტიკური შეხედულებისა. ის, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ რადიკალიზმი და ფაშიზმი კატეგორიულად მიუღებელია და ის ერთად უნდა დავამარცხოთ“ , – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g