LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ისედაც ვიცოდით, რომ ოპოზიციური პარტიები, ვინც გუშინ გამოვიდნენ, უარს ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე აბსოლუტურად გაუგებარია, რა იყო ან შიმშილობის დაწყების, ან შეწყვეტის შინაარსი და მიზანი“

114
კახა კალაძე

„ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიწყო საპროტესტო შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს ნონსენსი და წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„8 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე“ – ელენე ხოშტარია

კახა კალაძის სიტყვებით, „აბსოლუტურად გაუგებარია, რა იყო შინაარსი და მთავარი მიზანი, ან შიმშილობის დაწყების, ან შემდეგ შეწყვეტის“. მისივე თქმით, ისედაც ცნობილი იყო, რომ 8 პარტია, რომელმაც გუშინ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა.

„ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე“ – ელენე ხოშტარია

„ჯერ მისი გადაწყვეტილება იყო გაუგებარი და თვითონ განცხადება, რომელიც მან გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებით. ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიწყო საპროტესტო შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს ნონსენსი და წარმოუდგენელია. ნუ, ეს ცხადია, მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი, თუმცა განცხადებაში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ახალი არაფერია. ის ოპოზიციური პარტიები, ვინც გუშინ გამოვიდნენ, ისედაც ვიცოდით, რომ უარს ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა არის რიგი ოპოზიციური პარტიები, ვინც გამოხატავს მზაობას, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად აბსოლუტურად გაუგებარია, რა იყო შინაარსი და მთავარი მიზანი, ან შიმშილობის დაწყების, ან შემდეგ შეწყვეტის“, – თქვა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, 8 ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი უარს ამბობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

ოპოზიციური პარტიების განცხადების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ, რომლებიც პარლამენტთან შიმშილობდნენ, პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტეს.


გედევან ფოფხაძის ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g