„ბავშვებს, არასრულწლოვნებს მოუწოდებს, რომ საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. მე მგონი, ეს ადამიანი საერთოდ ვეღარ აზროვნებს და წყობიდან არის გამოსული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის მოსაზრებით, გუშინწინ, საზოგადოებამ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მოისმინა, სადაც ის მოწოდებებს სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში აკეთებდა.
კახა კალაძე: „ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, ვინც გახდება ევროკავშირის წევრი ღირსებით და თავაწეულები“
„არ ვიცი, წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, ბავშვებს, არასრულწლოვნებს მოუწოდებს, რომ საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. მე მგონი, ეს ადამიანი საერთოდ ვეღარ აზროვნებს და წყობიდან არის გამოსული.
„სსრკ დაბრუნდა?…განათლების სამინისტრო ხსნის ცხელ ხაზს ინფორმატორებისთვის, რომლებიც მიაწვდიან ცნობებს, მათ შესახებ, ვინც სასწავლო პროცესს ხელს უშლის“ – პრეზიდენტი
„სსრკ დაბრუნდა?…განათლების სამინისტრო ხსნის ცხელ ხაზს ინფორმატორებისთვის, რომლებიც მიაწვდიან ცნობებს, მათ შესახებ, ვინც სასწავლო პროცესს ხელს უშლის“ – პრეზიდენტი
იმიტომ, რომ ის ქმედებები, რასაც მისი მხრიდან ვხედავთ, წარმოუდგენელია. ეს პირდაპირ იმაზე მეტყველებს, რომ ზურაბიშვილი საქართველოს არ წარმოადგენს და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. საზოგადოება მის ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს.“ – განაცხადა კახა კალაძემ.