„საქართველომ მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დედაქალაქის მერმა, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
„მინდა, მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და 9 მაისი იქცა ფაშიზმზე გამარჯვების დღედ. ჩვენი ომის ვეტერანების ღვაწლი ძალიან დიდია. თბილისის მერია, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება, აგრძელებს დახმარებების გაცემას ომის ვეტერანებზე, მარჩენალდაკარგულებზე და წელსაც ხდება ამ დახმარებების გაცემა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
