„ქართული ოცნება“ გაირყვნა ძალაუფლებაში და ამ გარყვნაში ეხმარებიან ბატონი გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე და მურუსიძე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როცა სასამართლო სისტემა შეიცვლება, მოსამართლეები დიმიტრი გვრიტიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე მართლმსაჯულების წინაშე თავად წარდგებიან.
„მე მგონია, სასამართლო ხელისუფლება რომ შეიცვლება და ნამდვილი და ობიექტური სასამართლო იქნება, ეს ორი ადამიანი, ერთი ვაჟბატონიც და მეორეც ობიექტური სასამართლოს წინაშე თავადაც უნდა წარდგნენ. შეუძლებელია ემსახურებოდე პრეზიდენტ სააკაშვილს, გირგვლიანის საქმეში იყო მთავარი სისტემური ჩონჩხი და არქიტექტორი, მაშინ ხელს ითბობდე, შემდეგ ხელისუფლება შეიცვალოს და ისევ კარგ ბიჭად დარჩე, ასეთი რამ შეუძლებელია“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს