LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქემოკლიძე: გიორგი გახარია მზად არის, ბიძინა ივანიშვილს დებატებში დაუჯდეს

140
Untitled design (1)

ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი გიორგი გახარია მზად არის, „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ დებატებში დაჯდეს.

“ივანიშვილის პარტია ცრუ ბრალდებებს უყენებს CNN-ს…დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად” – გახარია

ამის შესახებ კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა კითხვის საპასუხოდ, „ვისთან დაჯდებოდა გიორგი გახარია პოლიტიკურ დებატებში“.

„რაც შეეხება ბატონ გახარიას და მის გამოჩენას, ის თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს, ნათქვამი აქვს, რომ გამოჩნდება, ჩემი აზრით, ძალიან მალე გამოჩნდება და ბევრი პოლიტიკური ბატალიაც იქნება. ეს წელი საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ.

გიორგი გახარია დებატებში კი აპირებს შესვლას, მაგრამ ხელისუფლების წევრები ვერ ბედავენ მასთან დებატებში შესვლას მათსავე მოედანზე. ნეიტრალურზე კი არა, საკუთარ მოედანზე, ზად ვართ,არა თუ გახარია, მისი გუნდის ინდივიდუალურად თითოეული წევრი დავუსხდეთ და იქ ვაჩვენოთ, „სად ზამთრობენ კიბორჩხალები“, მათ კარგად იციან, რომ ჩვენთან დებატებში შანსი ნულს დაბლა აქვთ, ამიტომაც არიან სოროებში შემალულები..

(პოლიტიკურ დებატებში დაჯდებოდა) ბატონ ივანიშვილთან, ბატონი ივანიშვილი არის მისი კალიბრი, ყველა დანარჩენი რიგითი, მოლაპარაკე უმეტესწილად, თუთიყუშები, ან არაკომპეტენტური სათამაშოები არიან. ბატონ ივანიშვილს აქვს, როგორც ჩანს, მასთან კითხვები, შესაბამისად, ის მზად არის, ბატონ ივანიშვილს დაუჯდეს დებატებში.

ეს თავად ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა იმ ე.წ. წერილში, რომელიც თურმე, პოლიტიკიდან წასულმა ადამიანმა დაწერა. თქვენ გჯერათ, რომ ბატონი ივანიშვილი ამ 2 წლის თავზე პოლიტიკიდან წავიდა? ის არსად წასულა, „ქართული ოცნება“, საბოლოო ჯამში, სწორედაც, ამ ადამიანის მეშვეობით იმართება და ამავდროულად, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ“, – თქვა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მიხეილ სარჯველაძე: გიორგი გახარია ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეშმაკიც დაცემული ანგელოზია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები