LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის გზატკეცილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

56

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სამუშაოები სამ ეტაპად არის დაყოფილი. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოების პირველი ეტაპი სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

მარცხენა და მარჯვენა სათადარიგო გზების რეაბილიტაციის შემდეგ, მესამე ეტაპზე, ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია მოხდება.

„როდესაც უკვე ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყება, ავტომობილით გადაადგილება არ შეიზღუდება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება ამ სათადარიგო გზების მეშვეობით. მთლიანად კანალიზაცია შეიცვლება, სანიაღვრეები, ბორდიურები, ტროტუარები მოწესრიგდება. ფეხით გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი კონკრეტულ მონაკვეთებზე, სადაც სამუშაოების სექტემბერში დასრულდება და მგონია, რომ საკმაოდ კარგი პროექტი გამოდის.

ცენტრალურ მაგისტრალზე ვაპირებთ, როგორც ასფალტის საფარის შეცვლას, ასევე განათების ბოძები, ნათურები გვინდა მთლიანად შეიცვალოს. მგონია, რომ საკმაოდ ლამაზი პროექტი იქნება და ზოგადად, სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ერთი ის, რომ ყველა სტუმარი, ვინც ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, დედაქალაქში ამ გზით შემოდის და მე მგონი, არსებული მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, როგორც გზის საფარი, ასევე მიმდებარე ტერიტორია. შესაბამისად, ეს ყველაფერი აუცილებლად მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები