LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

28

კახეთის გზატკეცილზე, ორხევის ხიდიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, საავტომობილო გზის (1,7 კმ.) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები იყო.

გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, 20 000 მ2 ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, იყო დაზიანებები და აღნიშნულიდან გამომდინარე დაიგეგმა შესაბამისი სამუშაოები. დაახლოებით, ერთი კილომეტრი და 700 მეტრი გზა კეთდება აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული. ამდენად, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.