კახეთის გზატკეცილზე ყავის გადამამუსავებელი საწარმო აშენდება. ახალი საწარმოს აშენების პირობით, კომპანია კაფსულოს“ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით – 412 000 ლარად გადაეცემა. „კაფსულო“ 11 277 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
მიწის ნაკვეთი კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. საწარმოში ყავის გადამუშავების გარდა, საჩვენებელი საგამოფენო დარბაზები შეიქმნება და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება.
საწარმო სრულად ორი წლის განმავლობაში ამუშავდება და ის პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს.
