LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო

საბავშვო-ბაღი

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვრის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება. ამის შესახებ „ფორტუნას“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ზამთრის არდადეგების გახანგრძლივება გრიპის ვირუსებს უკავშირდება.

„გვქონდა კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე, ბაგა- ბაღების გაერთიანებებს გაეწია რეკომენდაცია, თავად მიეღოთ გადაწყვეტილება. დღეს უკვე გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, რომ პრევენციის მიზნით, სწავლის დაწყება რამდენიმე დღით გადაიდოს,” – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.