LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

215
სექსუალური კავშირი არასრულწლოვანზე

კახეთში, არასრულწლოვან მოზარდზე სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. 

აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. სხვა დეტალები საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

უწყების ცნობით, გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.