LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა 5 მმ იყო, “დელტას” მეშვეობით ღრუბლებში სეტყვის წარმოქმნის პროცესი განეიტრალდა

503
Untitled design (2)

კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, “დელტას” მეშვეობით, დაახლოებით 41 კმ2 ტერიტორია დამუშავდა და ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი განეიტრალდა.

როგორც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში აცხადებენ, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 5 მმ-ს შეადგენდა:

“12 აპრილს, კახეთის რეგიონში, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სეტყვასაშიში ღრუბლის მასების გააქტიურება შეინიშნებოდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 5 მმ-ს შეადგენდა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, დამუშავდა დაახლოებით 41 კმ2 ტერიტორია და განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი.

“დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში 24-საათიანი მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g