LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ნიდერლანდურ-ქართული ინვესტიციით „თეთრი ფერმა“ გაიხსნა

1453
80832229-2731043010285985-5861565967359803392-o

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, თანამედროვე სტანდარტების, ახლადგახსნილი მესაქონლეობის ფერმა შპსთეთრი ფერმადაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

„ეს ფერმა ნამდვილად გამორჩეული და ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. აქ დაცულია ყველა ის სტანდარტი, რაც დღეს მესაქონლეობის და სურსათის უვნებლობის კუთხით არსებობს. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რა მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებს. პროგრამებს, რომლებიც პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რაც მესაქონლეობის კუთხით არსებობს და რაზეც, სამინისტრო ბოლო წლებში ინტენსიურად მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში გვქონდეს სულ უფრო მეტი მაღალპროდუქტიული, ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული ფერმა, სადაც ყველა სტანდარტი დაცული და გათვალისწინებული იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მესაქონლეობის მიმართულებით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ფერმა სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტისფარგლებში აშენდა. პროექტში ჯამურად, 15 200 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 1 500 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიციაა.

თეთრი ფერმანიდერლანდურქართული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად აწარმოებს პირველი კატეგორიის 10 ტონა ნედლ რძეს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. კომპანიაში, მუდმივად დასაქმებულია 35 ადგილობრივი მცხოვრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები