LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კალაძე შაბათ-კვირას ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

360
unnamed (19)

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული საავტომობილო მოძრაობის კვირაში 2 დღით აკრძალვის ინიციატივით გამოდის დედაქალაქის მერი. კახი კალაძის განმარტებით, ამით გარკვეულწილად შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული მონაცემების შენარჩუნება, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. კალაძე საზოგადოების აზრს მოგვიანებით ინტერაქტივის გამართვის შედეგად გაიგებს.

„როდესაც აღდგება მოძრაობა, როდესაც დაიწყებენ მუშაობას შესაბამისი სამსახურები, გვაქვს იდეა და გვინდა კითხვის სახით დავსვათ, მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით – კვირაში ორი დღის განმავლობაში ხომ არ გავაკეთოთ კერძო ავტომობილების აკრძალვა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ აუცილებლობის პირობებში თავისუფლად შეძლონ გადააადგილება ადამიანებმა, როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი? უბრალოდ მაინტერესებს მოსახლეობის აზრი. ეს უბრალოდ ჩვენი იდეაა, ამას დახვეწა დასჭირდება და ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და გვექნება ინტერაქტივიც” – აცხადებს კახი კალაძე.

ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა ძალაში დარჩა

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ არსებული მონაცემების შენარჩუნებით ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება. მისივე განმარტებით, ინიციატივა განხილვას საჭიროებს.

“ეკოლოგიური მდგომარეობა არის ძალიან გაუმჯობესებული. დარგის სპეციალისტები ხუმრობდნენ, რომ თბილისში, როგორც ბახმაროში ისეთი ჰაერია დღეის მდგომარეობით, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და ალბათ ყველა ადამიანი ამჩნევს. ამას სჭირდება მოფრთხილება. ეს არის ჩვენი წინადადება, რომელიც იქნება განხილვადი მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას და ხომ არ გავაკეთოთ ორი დღის განმავლობაში აკრძალვა კერძო ავტომობილების შაბათ-კვირას? რა თქმა უნდა, ამას დახვეწა სჭირდება და რაღაცების გათვალისწინება მოგციწევს ისე, რომ პრობლემა არ შევქმნათ“, – განმარტავს კალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g