LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა ძალაში დარჩა

710
Untitled

საქართველოში კერძო ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა მიმდინარე კვირის ჩათვლით, 27 აპრილამდე გაგრძელდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო დარგის წარმომადგენლებს, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს, სასურსათო ობიექტებს, ასევე გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის შემსრულებელ დაწესებულებებს.

“უნდა გავაგრძელოთ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ვირუსის მასობრივი შეჩერების შესაძლებლობას მისცემს. ორშაბათიდან, 27 აპრილიდან გარკვეული შეზღუდვების მოხსნა დაიწყება, მათ შორის ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვების მოხსნა. 2-3- კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად დავიწყებთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელებას”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება, 27 აპრილიდან გადაადგილების შეზღუდვები მოიხსნება

17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით არის დასაშვები. შეზღუდვა მომდევნო ორშაბათამდე იქნება ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები