პროდიუსერი კახი მამულაშვილი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.
როგორც კახი წერს, ახალ წელს ოჯახთან ერთად ბათუმში ხვდება.
“ჩემო მაგარო ადამიანებო, ნაცნობებო და უცნობებო.
წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2023 წელს.
გისურვებთ პირველ რიგში, ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიყვარულს და ერთმანეთის მიმართ პატივისცემას.
წელს პირველად ვხვდებით ახალ წელს ბათუმში, ჩემს უსაყვარლეს ქალაქში.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მეტი სითბო გავუნაწილოთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა ცხოველებს.
2023 წელს ვუსურვებ უკრაინას გამარჯვებას. მათი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაცააა და საწინდარია ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების, ასე მწამს მე.
ბედნიერ 2023 წელს ვუსურვებ ყველა ოჯახს, ყველა ქართველს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყვნენ,” – წერს კახი მამულაშვილი.
