ნებისმიერმა ადამიანმა და იურისტმა იცის როგორ იცვლება ხელისუფლება, ეს არის უტოპიური განცხადება, მიკვირს ისეთი ადამიანებისგან ასეთი განცხადების გაჟღერება, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რადგან იურისტები არიან. მე ვერ მივხვდი რა უნდა ამ ჯგუფს, ხელისუფლებაში მოსვლა თუ ევროპაში შესვლა უნდა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა კახიშვილი სამოქალაქო მოძრაობის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს, რომელიც გუშინ, 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებმა გააჟღერეს.
როგორც კახიშვილმა “იმედის” ეთერში აღნიშნა, “დღეს საქართველოს მოსახლეობისა და ჯანსაღი ძალების ამოცანა უნდა იყოს მობილიზაცია იმ 12 პუნქტის შესასრულებლად”.
სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს
„ვინ გადაწყვიტა, ვინ არის ეროვნული მთავრობის შემრჩევი. იურიდიულად იმაზე შევთანხმდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ცნობს არჩევნებს, რომელიც შედგა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებს და კონსტიტუციის საფუძველზე არჩევნების შედეგად შეირჩა პარლამენტი წევრთა რაოდენობა, მანდატები გადანაწილდა და კონსტიტუციის შესაბამისად იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქონდა უმრავლესობა დააკომპლექტა მთავრობა. ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნა და თეთრზე შავად წერია და ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ აი ამ პოსტულატებს უნდა ვცეთ პატივი.
ვინ უერთდება და ვინ - არა მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებს
24 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა მოძრაობა "შინ ევროპაში" დააფუძნეს. მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.
ახლა პოლიტიკურად, ეროვნული მთავრობის შერჩევა მე ვიცი საარჩევნო ყუთთან, როდესაც ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მივიდეს და შემოხაზოს სასურველი კანდიდატი. ეს არის ცნება, როდესაც მოსახლეობა პირდაპირ იღებს მონაწილეობას ხელისუფლების შერჩევაში“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის დაწყების მიზეზი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გახდა .
3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია. ამის შესახებ „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა 24 ივნისს გამართულ აქციაზე.
მორიგი აქცია პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება
ამავე თემაზე:
ორივე მოთხოვნა არასერიოზულია: იაგო ხვიჩია სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებზე
პოლიტიკური პარტიები უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი დღის წესრიგი მივაშველოთ ამ პროცესს: ნინო ბურჯანაძე