LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე: „ესაა მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, გახდნენ მინისტრები და პრემიერ-მინისტრები.. ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?!“

299
BeFunky-collage (5)

ესაა მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, ლომჯარიაზე იყო საუბარი, გახდნენ მინისტრები და პრემიერ მინისტრები. ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?!, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სამოქალაქო მოძრაობის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს, რომელიც გუშინ, 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებმა გააჟღერეს​.

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

„20 ივნისსაც, 24 ივნისსაც იქ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გულწრფელად, კეთილსინდისიერად სჯერათ, რომ მათი ვალი, გამოხატონ პოზიცია – საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას. ჩემი პატივისცემა თითოეული ასეთი ადამიანის გამოხატვას, რომელთაც ამას გულწრფელად და კეთილსინდისიერად ახორციელებს. თუმცა, იგივე არ ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფრის გამოყენებას მერკანტილური მოტივებით ცდილობს.

ვინ უერთდება და ვინ - არა მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებს

24 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა მოძრაობა "შინ ევროპაში" დააფუძნეს. მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.

მაქარაშვილი და ვიღაც უნდა გახდნენ მინისტრები – ამაზეა საუბარი. გავიგე, ესაა მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, ლომჯარიაზე იყო საუბარი, გახდნენ მინისტრები და პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ. მათ უნდათ, შექმნან საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზეა საუბარი! ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?! ვისაც ასე სურს, ასე იფიქროს!“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის დაწყების მიზეზი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გახდა .

3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია. ამის შესახებ „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა 24 ივნისს გამართულ აქციაზე.

მორიგი აქცია პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება

ამავე თემაზე:

„სახალხო მთავრობის“ მოთხოვნა შეიძლება მთლად გაუაზრებლადაც არ იყო მოგონილი, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ევროინტეგრაცია არავის აინტერესებს და მხოლოდ საბაბია, რათა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო“ – რას წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი

ორივე მოთხოვნა არასერიოზულია: იაგო ხვიჩია სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებზე

მთავარ მოთხოვნად ჟღერდება არა ივანიშვილის სანქცირება ახალი საპარლამენტო არჩევნებით, არამედ ღარიბაშვილის გადადგომა – შესაძლოა ეს უდიდესი სახალხო მუხტი ისევ ჩააქროს ცხელმა ივლისმა: შალვა ნათელაშვილი

პოლიტიკური პარტიები უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი დღის წესრიგი მივაშველოთ ამ პროცესს: ნინო ბურჯანაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g