LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე აშშ-ის მიერ კეზერაშვილისთვის ვიზის არგაცემაზე: „წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე, თაღლითი და კრიმინალია – ასეთი მძიმე დანაშაული არავის შერჩება“

134
კახა კალაძე და დავით კეზერაშვილი

„თავისი წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე, დავით კეზერაშვილი თაღლითი და კრიმინალია“, – ამ განცხადებით თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

როგორც მანვე აღნიშნა, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია და მსგავსი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

კობახიძე: „ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში კეზერაშვილის პარტნიორები და „მარჯვენა ხელები“ დააკავეს, ყველას აკავებენ, მის გარდა, საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის „გლობალური ომის პარტიას“ მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს“

„ოპოზიცია ეძებდა ოლიგარქს ჩვენს ქვეყანაში და მიიღო „მისტერ ოფშორი“ ოლიგარქი კეზერაშვილი“ – გურამ მაჭარაშვილი

„ცხადია, ეს ადამიანი თაღლითი და კრიმინალია თავისი წარსულიდან გამომდინარე და აწმყოშიც რაც იკადრა უმძიმესი დანაშაულია, თაღლითური გზით ასი ათასობით პენსიონერი გააუბედურა. ევროპულ ქვეყნებში გამოძიებაც დაწყებულია. ასეთი მძიმე დანაშაული არავის შერჩება“. – განაცხადა კახა კალაძემ.

„რადიო თავისუფლება“: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები