LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „ის ნაბიჯები რომ გადაგვედგა, რასაც მოგვიწოდებდნენ, აქ, ბაღის გახსნაზე კი არ ვიდგებოდით, ვიქნებოდით სარდაფებში და ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა“

112
კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს კი არ აკრიტიკებს, არამედ ქვეყანას და ხალხს იცავს.

კახა კალაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა და თქვა, რომ „პოლიტიკოსი ხარ იმიტომ, რომ შენს ქვეყანას უბედურება აარიდო“.

„კი არ ვაკრიტიკებთ [დასავლელ პარტნიორებს], თავს ვიცავთ და ვიცავთ ქვეყანას. ვისგან და იმ ბოროტებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოგვიწოდებდა. იგივე [რუსეთთან მიმართებით] სანქციების მიერთებაზე. შენ რომ რამე შეგეშალოს და ეს ნაბიჯები გადაგედგა, წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა იქნებოდა?

აქ კი არ ვიდგებოდით – ბაღის გახსნაზე, ვიქნებოდით სარდაფებში და ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა. შეიძლება სახელმწიფოებრიობაც დაგვეკარგა.

პოლიტიკოსობა მარტო ის კი არ არის, რომ ხელში იარაღი აიღო და იომო, პოლიტიკოსი იმიტომ ხარ, რომ შენს ქვეყანას უბედურება აარიდო. იმიტომ გირჩევს ხალხი, რომ ისეთი პოლიტიკა გაატარო, შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი დაიცვა და არა დიდ ქვეყანას გაატარებინო თავისი ინტერესი, ისე რომ შენ დაინგრე, გაუბედურდე“, – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები