საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება, თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება , – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, ზოგადად, არ არის სასიამოვნო ადამიანების დაკავება, თუმცა, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ექსპრეზიდენტს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რისთვისაც იხდის სასჯელს.
„არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა, დაკავება და საპატიმროში ყოფნა, მაგრამ როდესაც შენ დანაშაული გაქვს ჩადენილი, როდესაც შენ შექმენი ის მმართველობა, ის სისხლიანი ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხის. მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე გასამართლებული და იხდის სასჯელს.
შესაბამისად, სააკაშვილი არის დამნაშავე და ის იხდის სასჯელს.
საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება, თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება.
გვერდზე, რომ გიზით ბატონი ონიანი, ამას ჰკითხეთ წამება როგორი იყო და როგორ აწამებდნენ ადამიანებს. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები, ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე: თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ – ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას
ხმაური საკრებულოში: ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა – „დაჯექი, ორიანი“
გეფიცებით, ყველაზე საფიცარი ვინც მყავს – კახა კალაძე სოფო ჯაფარიძეს