LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 3 ობიექტი 30 000 ლარით დაჯარიმდა

55
Untitled design

„გამოვავლინეთ სამი ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სამშენებლო უსაფრთხოების წესები“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ინსპექციამ სამივე სამშენებლო ობიექტი დააჯარიმა:

„აქედან ორი ობიექტი ისნის რაიონშია, ერთი კი დიდ დიღომში. სამივე ობიექტზე შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები და სამივე ობიექტი დაჯარიმებულია 30 000 ლარით. ჩაბარებულია შეჩერების აქტი.

კიდევ ერთხელ, მინდა მივმართო მუნიციპალურ ინსპექციას და მის ხელმძღვანელს, ასევე ჩემს მოადგილეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და ყოველდღიური მონიტორინგი მკაცრად განხორციელდეს უსაფრთხოების ნორმების შესრულებისთვის სამშენებლო ობიექტებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g