LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: თანამემამულეებს გისურვებთ, რომ ყოველი დილა იყოს რწმენით გაჯერებული

121
კახა

“დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს და ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში,” -განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაზე მეტად ვუსურვებ, ყოველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს გაჯერებული სიყვარულით, სიხარულით, სიკეთით და რაც მთავარია, რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მთავრობის მეთაურმაც.

“ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს მინდა, მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვო სიყვარული, ბედნიერება ურთიერთთანაგრძნობა და ყველაფერი საუკეთესო.

დღე პატრიარქმა თავის ეპისტოლეში კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე, ყველაფერზე იმაზე, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ხვდებიან ამ დღესასწაულს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია რამდენიმე საათს გაგრძელდა.

სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ჩაატარა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ილია მეორის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე წუთის წინ წაიკითხეს

მსახურების დაწყებისას სამების ტაძარში შეკრებილებს ტრადიციულად პატრიარქის ეპისტოლე გააცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g