“მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ 4 წლის განმავლობაში არის პირადი თავისუფლება!” , – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ახალი ფურცლიდან დაიწყო თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის წერა! მე ვარ ბედნიერი, რომ თქვენს მხარდამხარ ამ პროცესში ვმონაწილეობდი და ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ დიდ გამარჯვებაში – შიშის, ძალადობის, უკანონობის დაძლევაში! ჩვენ რთული 4 წელი გამოვიარეთ, დიდი დრო უნდა ქვეყნის მოწესრიგებას, ბევრად დიდი დრო უნდა შიშის, უნდობლობის დაძლევას და თავისუფლების მშენებლობას ჩვენს სულებში! მე მიმაჩნია რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ 4 წლის განმავლობაში არის პირადი თავისუფლება! გისურვებთ ყველას ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, როგორიც დავიმსახურეთ, როგორიც მოვიპოვეთ და როგორსაც შევნატროდით“, – აცხადებს კალაძე.