LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კალაძეს შეიძლება, არ უჭირს, რომ ვაკიდან სოლოლაკაში 20 ლარი გადაიხადოს, მაგრამ სხვა მოქალაქებს ეს არ შეუძლიათ”

279
71658212-937616863287996-2695013079690772480-o (1)

თბილისის ქუჩები, სადაც ყვითელი ავტობუსების შავ კვამლში თეთრი ტაქსები მოძრაობს – ეს ის რეალობაა, რაც ტაქსების რეფორმის შედეგად მივიღეთ. “გირჩის” ლიდერი ტაქსების რეფორმის უარყოფით მხარეებზე “დღის თემაში” საუბრობს.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს მავნებლური და უაზრო რეგულაციაა, რომლის შედეგად ბაზარზე ტაქსების მიწოდება შემცირდა, როცა მოთხოვნა იგივე დარჩა. 

"უნივერსიტეტი ბორბლებზე" - "გირჩის" იდეა დღეს უკვე 100-მდე მოქალაქემ აიტაცა

დღეს ხელშეკრულება უკვე 100-მდე მოქალაქეს გავუფორმეთ.

“ეს ნიშნავს, რომ ფასები ავარდა. ყველამ ვნახეთ, სოციალურ ქსელში “სქრინები”, როგორ გაზარდა ყველა კომპანიამ ფასები.

ასეთი რეგულაციების შედეგი, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც ესაა, რომ ფასები იზრდება. მთავარი დარტყმა არის ჩვეულებრივ მოქალაქეებზე”, – აცხადებს  ჯაფარიძე.

მისი თქმით, მსგავსი რეგულაციები არც ერთ ქვეყანაში არაა სწორი. 

კახი როგორც ტაქსი - სხვა ფერის მანქანები ტაქსაობას მაინც ახერხებენ

ახლა შესაძლოა ტაქსის ნაცვლად შეგხვდეთ "თუთუნი" ან "კახი".

“არავისი საქმე არაა ტაქსი სუფთა იქნება თუ არა. მთავარია არჩევანის თავისუფლება. ვისაც აქვს სურვილი აიყვანს ძვირიან და მოწესრიგებულს ან იაფიანს და მოუწესრიგებელს.

ყველგან სადაც ეს რეგულაციები, არის ომი. ფერი იშვიათად არის რეგულირებული, მაგრამ სხვა ყველაფერზე სულ არის დავა, რომ გაუქმდეს.

გასაგებია, რომ ის ქვეყნები განვითარებულია და მდიდარი მოსახლეობა ცხოვრობს, მათ შეუძლიათ აიტანონ ასეთი ხარჯი. კალაძეს შეიძლება არ უჭირდეს, რომ ვაკიდან სოლოლაკაში 20 ლარი გადაიხადოს, მაგრამ სხვა მოქალაქებს ეს არ შეუძლიათ”, – აცხადებს ჯაფარიძე. 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g