მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია ამბობს, რომ პროკურატურამ მისი და ლანა პაპიძის ჩვენებები გააყალბა და არც დღიურში გაკეთებული ჩანაწერი ეკუთვნის მაგდა პაპიძეს, ლია შამუგიას წერილი ლანა პაპიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მე , ლია შამუგია, მაგდა პაპიძის დედა გავეცანი მთელ ინფორმაციას, რაც დღეს გავრცელდა, ვგულისხმობ პროკურატურაში ჩემი და ჩემი შვილის, ლანა პაპიძის ჩვენებებს. კერძოდ: ”ჩემი შვილი მაგდა იყო თავნება და რომ შვილს ცუდად ექცეოდა ”… მე, დედა მაგდა პაპიძის, ვაცხადებ, რომ ეს ინფორმაცია რაც დღეს გავრცელდა (ვგულისხმობ ჩვენებებს),არის სიცრუე და არც მე და არც ჩემს შვილს ასეთი ჩვენება არ მიგვიცია და ვუცხადებ უნდობლობას პროკურატურას, ასევე ავღნიშნავ ჩემი შვილის, ლანა პაპიძის მიცემულ ჩვენებას, რაშიც აშკარად დარღვეულია მიცემული რეალური ჩვენებები.რაც შეეხება ჩემი შვილის, მაგდას მიერ ნაწარმოებ ე.წ ”დღიურს” , მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მიუხედავად კალიგრაფიის ექსპერტიზის დასკვნის პროკურატურის მხრიდან, ავღნიშნავ, რომ ეს კალიგრაფია არ ეკუთვნის ჩემს შვილს, მაგდა პაპიძეს, არის მიმსგავსებული და არანაირად არ ვენდობი ექსპერტიზის დასკვნებს, ამ მოვლენებით მე ვხედავ მიმდინარე საქმის გაყალბებას და არასწორი მსვლელობა ეძლევა პროცესს !“- წერს ლია შამუგია.