LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამპანია „აიღე მოგო“, საახალწლო შეთავაზებების ფონზე, დასკვნით ეტაპზე გადადის

337
მოგო

2025 წელი დასასრულს უახლოვდება, შესაბამისად, სალიზინგო კომპანია „მოგო“ მომხმარებლებისთვის სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად ძალებს არ იშურებს. დასასრულს უახლოვდება კამპანიაც „აიღე მოგო“, რომლის ფარგლებშიც ფულადი პრიზების მოსაგებად მონაწილეებს მხოლოდ იღბალი სჭირდებათ.

ზუკა გაფრინდაშვილი, სალიზინგო კომპანიის „მოგო“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

– მოგეხსენებათ, 15 ნოემბრიდან ჩვენს ვებგვერდზე ინტეგრირებული გვერდი გვაქვს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კამპანიის „აიღე მოგო“ შესახებ, მისცეს ხმა საკუთარ ქალაქს, ასევე, გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია გათამაშებისთვის. თავად გათამაშებას რაც შეეხება, სხვადასხვა ქალაქში, ნოემბრიდან მოყოლებული, მივდივართ და საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს ვაძლევთ შანსს, მოიგონ სოლიდური ფულადი პრიზი.

თამაშის წესები უმარტივესია: ადგილზე არის ქეისი, რომელშიც დევს საგზური ფინალში და პატარა საჩუქარი „მოგოსგან“. ქეისის ქვეშ, პატარა დოლურაში მოთავსებულია 30 გასაღები, რომლებიდანაც მხოლოდ ერთი აღებს ქეისს. ყველა მონაწილე, ვინც სწორ გასაღებს შეარჩევს, ავტომატურად გადადის ფინალში. ფინალურ ეტაპზე კი დოლურაში თავსდება იმდენი გასაღები, რამდენი ფინალისტიც გამოვლინდება. ფინალურ ეტაპზე ქეისში მოთავსებულია მოგო მობილის გასაღები, რომლითაც გადავაადგილდებით სხვადასხვა ქალაქში, მოგო მობილში კი მოთავსებულია ის ფულადი პრიზი, რომელიც ერგება გამარჯვებულს.

მოგო მობილით უკვე მოვიარეთ რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. ჯერჯერობით არ ვიცით, რომელი ქალაქი იქნება შემდეგი. ყოველ პარასკევს ჩვენ ვაქვეყნებთ ხმის მიცემის შედეგებს და ვაცხადებთ, სად მივემგზავრებით. უცნაურია, რომ გათამაშებაში რეგიონებიდან უფრო მეტია ჩართულობა, ვიდრე დედაქალაქიდან. იმედია, თბილისიც გააქტიურდება და აქაც გავათამაშებთ პრიზს.

რაც შეეხება საახალწლო აქციებს, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა სხვა სალიზინგო კომპანიებიდან ჩვენთან გადმოსვლის მსურველთა რაოდენობა, გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო წაგვეხალისებინა ეს სეგმენტი და ყველას, ვინც ჩვენთან გადმოიტანს კონტრაქტს, 30 ლიტრ საწვავს ვთავაზობთ იმავე დღეს.

ასევე, შავი პარასკევის ინსპირაციით, გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა მწვანე ხუთშაბათი ჩვენი ავტოსადგომისათვის, სადაც თვის ბოლო ხუთშაბათ დღეს ვაწყობთ განსაკუთრებულ აქციას – ზოგიერთ ავტომობილზე 50%-მდეც კი ადის ხოლმე ფასდაკლება. ასე რომ, ყველას ვურჩევ გამოიწერონ ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებში, თუკი სურთ ამ და მსგავსი აქციებითა თუ წამახალისებელი აქტივობებით სარგებლობა.

magti 5g