LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამპანიამ „გაატარე ზაფხული საქართველოში“ იმუშავა – ადგილობრივი ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა

111
thumb

2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 949.7 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებს.

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 449.3 ათასით განისაზღვრა, რაც 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2019 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 36.4 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 57.4 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 25.0 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 18.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 13.1 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

თაგო - უნიკალური აჭარული სოფელი, რომელიც გარესამყაროს მხოლოდ საბაგიროთი უკავშირდება (ფოტოები)

ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა

2019 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (50.3 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 276.5 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 215.7 ათასი ვიზიტი თვეში).

2019 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 118.0 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 9.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 12.4 ლარით და 106.1 ლარს უტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g