LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადამ რუს პროპაგანდისტებს და პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

246
კირილე

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაცია გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-ში ვრცელდება.

მედიის ცნობით, კანადის მიერ შემოღებულ სანქციებში „დეზინფორმაციის 30 აგენტი”, ძირითადად რუსი პროპაგანდისტები და ასევე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილი შედის.

კანადის მთავრობის ინფორმაციით, სანქციები ასევე დეზინფორმაციის გამავრცელებელ 15 რუსულ ერთეულსაც დაუწესდა, “უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის”.

ამასთან, კანადამ რუსეთიდან ოქროს იმპორტიც აკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g