კანადელმა მაიკ ჯეკმა მსოფლიოში ყველაზე ცხარე წიწაკის ჭამის რეკორდი დაამყარა. ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამაზე თავად გამოცემის ოფიციალურ საიტზე წერია.
ჯეკმა მოახერხა 50 უმწარესი წიწაკის ჭამა 6 წუთსა და 49.2 წამში. ამ წიწაკის რეიტინგი სკოვილის შკალით 1.64 შეადგენს. ამის შემდეგ ტიპმა კიდევ 85 ასეთივე წიწაკა დააყოლა და ჯამში 135 გამოუვიდა. კანადელი პირველი აღმოჩნდა სისწრაფით და მეორე რაოდენობით.
ამ ჯიშის წიწაკა ყველაზე მეტი ერთ ჯერზე ავსტრალიელ გრეგორი ბარლოუს უჭამია – 185 ცალი.