LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კანაფის მიღების ნების დართვა ჩვენი ერის მტრობაა” – საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

87

„კანაფის მიღების ნების დართვა ჩვენი ერის მტრობაა” – ამ ლოზუნგით ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან სასულიერო პირები და მრევლი საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ ფორმით მომავალი თაობის გადარჩენას ცდილობენ.

„ნარკომომხმარებლებს მკურნალობა სჭირდებათ, რომ ნარკომანები აღარ იყვნენ. შეიძლება რაღაც პერიოდში ნარკომანმა ნარკოტიკის მიღებისგან თავი შეიკავოს, თუმცა მერე გააგრძელოს. შესაბამისად, ხელისუფლებამ მათზე უნდა იზრუნოს. მე ვამბობ, რომ ამ ადმიანებს უნდა მიხედონ. ზოგადად არ ვარ მომხრე, რომ ადამიანები ციხეში წავიდნენ. ადამიანებს უნდა ვუმკურნალოთ და განსაცდელიდან ვიხსნათ,” – განაცხადა დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g