პარლამენტთან გამარულ აქციაზე სამოქლაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე დააკავეს. მოძრაობა “სირხვილიას” აქტივისტი პარლამენტთან, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა. პოლიცია მას ე.წ “რუპორის” გამოყენების გამო ედავებოდა, რომლის მეშვეობითაც ის სკანდირებდა: “სამარცხვინო მონებო.”
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. მანამდე კი, სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისში მომწამვლელი ნივთიერება, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს, რასაც შემდგომ ნიკა მელიას დაკავება მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სამართალდამცველების მობილიზება დილის 7:00 საათიდან დაიწყო.