კანიე უესტი, სავარაუდოდ, დეენემის ანალიზს მოითხოვს იმის დასადგენად, არის თუ არა ნამდვილად ნორტ უესტის მამა. Star magazine-ის ინფორმატორის ცნობით, კანიე გოგონას ბიოლოგიური მამა არ არის.
კიმ კარდაშიანმა, მიუხედავად უამრავი მანიპულაციებისა, დაორსულება დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლო. ექიმები ამბობდნენ, რომ თუ კიმი დაფეხმძიმდებოდა, ეს ნამდვილი სასწაული იქნებოდა, თუმცა ეს „სასწაული“ მართლაც მოხდა.
ახლა კი, ინფორმატორი ამბობს, რომ კიმი დაორსულდა გაყინული ემბრიონის წყალობით, რომელიც ყოფილი მეგობარი მამაკაცის წყალობით ჰქონდა შენახული.
ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმი კანიესთან ერთად მოგზაურობისას დაორსულდა იტალიაში, თუმცა სწორედ იმ პერიოდში მოხდა ემბრიონის იმპლანტაცია.
