LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტის მეუღლის უცნაური პერფორმანსი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

2037
page

კანიე უესტის მეუღლემ, 30 წლის ბიანკა სენსორიმ, სეულში გამართულ BIO POP-ის გამოფენაზე დამთვალიერებლების ყურადღება უჩვეულო პერფორმანსით მიიქცია.

პერფორმანსის დროს ბიანკა წითელ ლატექსის კოსტიუმსა და იმავე ფერის ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. სცენაზე მან იმიტაცია გააკეთა, თითქოს არარეალურ, დეკორატიულ სამზარეულოში კერძებს ამზადებდა.

აღნიშნული სივრცე განსაკუთრებულად იყო გაფორმებული, ავეჯის ელემენტები რეალური ადამიანებით იყო შექმნილი, რომლებიც ვიზუალურად თავად ბიანკას ჰგავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პერფორმანსისა და ავეჯის კონცეფცია თავად სენსორიმ მოიფიქრა.

ღონისძიებას ბიანკასთან ერთად მისი მეუღლე, 48 წლის კანიე უესტიც დაესწრო. ის მაყურებელთა დარბაზში იჯდა ბიანკას დედისა და მისი დის, ანჯელინას გვერდით.

გამოდი, გიცანით! – ბიანკა სენსორი პაუზის შემდეგ „მოკრძალებული“ „ლუქით“ გამოჩნდა – უახლესი ფოტოები

„რეზინის ბურთში დამწყვდევის შემდეგ, სუფთა ჰაერზე გამოიყვანა“ – ბიანკა სენსორი და კანიე უესტი კინოთეატრში მიემართებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები