LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კანის ფესტივალი” ოფიციალურად გაუქმდა, რა ბედი ელის ,,ვენეციის კინოფესტივალს”

425
164014

დისკუსია უძველსი კინოფესტივალის გადადებაზე 2020 წლის მარტში დაიწყო, თუმცა მაშინ მხოლოდ გახსნის თარიღის გადადება განიხილებოდა, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კანის კინოფორუმი არ ჩატარდებოდა. მეტიც, ორგანიზატორები დიდხანს იკავებდნენ თავს გაუქმების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებისგან, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ სიტუაცია გაუმჯობესდებოდა, თუმცა საფრანგეთში საგანგებო ვითარების 10 ივნისამდე გაგრძელებამ მასტაბურ ღონისძიებაზე საბოლოოდ მაინც უარის თქმა აიძულა.

ფესტივალის ორგანიზატორები მხოლოდ მოკრძალებული პრეზენტაციის მოწყობით შემოიფარგლებიან, რომელიც ზაფხულისთვის იგეგმება და ფესტივალზე წარდგენილი ფილმების ნუსხას გააჟღერებენ. სამწუხაროდ, გაურკვეველია ,,ვენეციის კინოფესტივალის” ბედიც, რომელიც ტრადიციულად აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში იმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g